„დედა“: გილერმო დელ ტოროს ახალი საშინელებათა ფილმის პირველი თრეილერი (VIDEO)

„დედა“: გილერმო დელ ტოროს ახალი საშინელებათა ფილმის პირველი თრეილერი (VIDEO)

მექსიკელი რეჟისორი და პროდიუსერი გილერმო დელ ტორო, რომელიც ცხნობილია საშინელებათა ფილმებზე მუშაობით 2013 წლის 18 იანვარს ახალ ფილმს შემოგვთავაზებს. ფილმი, სახელწოდებით „დედა“   ანდრეს მუჩიეტის იგივე სახელწოდების სამწუთიანი ფილმის მიხედვითაა გადაღებული. დელ ტორო ფილმის პროდიუსერია, ფილმი კი თავად მუჩიეტიმ გადაიღი. გარდა ზემოთაღნიშნული  პრემიერისა, დელ ტორო  2013 კიდევ ერთ ახალ ფილმს შემოგვთავაზებს, ეს არის „წყნარი ოკეანის რკალი“, რომელსაც კინოსამყარო დიდი ხანია ერლოდება.

ფილმის მთავარი გმირები პატარა გოგონები არიან.  ვიქტორია და ლილი, სიუჟეტის სწორედ მათ ისტორიას მოგვითხრობს. ისტორია ფათერაკებითა და საშინელებებითაა სავსე, ისინი ტყეში დაიკარგნენ, როდესაც მათი მშობლები ვიღაცამ დახოცა. გოგონებს ხუთწლიანი ძებნის შემდეგ ბიძა, ლუკასი იპოვის და თავის სახლში მიჰყავს. ვიქტორიასა და ლილის ახალ სახლშ გადასვლას უცნაური მოვლენები ერთვოს, ყველაფერი თავდაყირა დგება და ამის მიზეზი მხოლოდ, მათი ფსიქოლოგიური ტრამვა როდია. 

გოგონების  ახალ სახლში ბიძასთა ერთად მისი სახოლე ანაბელიც ცხოვრობს, სწორედ ის ისმენს ყველა იმ საზარელი ისტორიას, რომელიც ვიქტორიას და ლილის 5 წელი ტყეში ცხოვრების დროს გადახდათ. მართალია, ფილმის რეისორი დელ ტორო არ არის, მაგრამ მასში მაინც იგრძნობა რეჟისორის ხელწერა და განუმეორებელი სტილი.

გთავაზობთ ფილმის პირველ თრეილერს, რომელიც ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.