რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილს ბარაკ ობამას მილოცვის წერილი გადასცა

რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილს ბარაკ ობამას მილოცვის წერილი გადასცა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მილოცვის წერილი გადასცა.

ნორლანდის თქმით,  მისთვის დიდი პატივია,  გადასცეს პრემიერ-მინისტრს მილოცვის წერილი, ასევე უსურვოს მას წარმატება პრემიერ-მინისტრის რანგში.

ნორლანდმა იმედი გამოთქვა,  რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და აშშ გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.

 რაც შეეხება,  ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტს,  ნორლანდის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხი განხილული არ ყოფილა.

ცნობისთვის, ამერიკის ელჩამდე პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრთან.