სოზარ სუბარი  პატრიარქს საპატრიაქოში ხვდება

სოზარ სუბარი პატრიარქს საპატრიაქოში ხვდება

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ხვდება.
საპატრიარქოში ასევე იმყოფებიან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და ადვოკატი ირმა ჭკადუა. პატრიარქისა და სუბარის შეხვედრა დახურულია.

12:00 საათზე  პატრიარქი და სასჯელაღსრულების მინისტრი #1  სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოინახულებენ.