ნიუ-იორკში ქარიშხალ „სენდის“ გამო არასამუშაო დღეა გამოცხადებული

ნიუ-იორკში ქარიშხალ „სენდის“ გამო არასამუშაო დღეა გამოცხადებული

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე დღევანდელი დღე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.  ბოლო 25 წლის მანძილზე ნიუ-იორკში, პირველად, დაიკეტა ბირჟები. არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის რკინიგზაც, გაუქმებულია რეისები აეროპორტებში.

ქარიშხალ „სენდის“ გამო, წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ვაშინგტონში ჩავიდა.

„ეს ნამდვილი დიდი შტორმია. ჩემი გზავნილი აღმოსავლეთ სანაპიროს მცხოვრებლებისადმი იქნება შემდეგი-თქვენ ამ შტორმს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეთ“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ბრძანება გასცა იმ 400 000 ადამიანის ევაკუაციის შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ რაიონებში ცხოვრობენ.