პატრიარქი სოზარ სუბარი  ერთად #1 დაწესებულების პატიმრებს მოინახულებს

პატრიარქი სოზარ სუბარი ერთად #1 დაწესებულების პატიმრებს მოინახულებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსთან, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან ერთად დღეს #1 დაწესებულებას ესტუმრება, სადაც საპატიმროში მყოფ პატიმრებს მოინახულებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სუბარმა გუშინ გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში სტუმრობის შემდეგ განუცხადა.

 ე.წ. კრიტზე მინისტრისა და პატრიარქის შესვლა, 12.00 საათისთვის არის დაგეგმილი. მანამდე ერთი საათით ადრე კი სოზარ სუბარი ილია მეორეს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, უახლოეს მომავალში საპატიმროებს 300-ზე მეტი მსჯავრდებული დატოვებს.