უკრაინის რადაში უმრავლესობას სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიცია მოიპოვებს

უკრაინის რადაში უმრავლესობას სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიცია მოიპოვებს

უკრაინის სახელისუფლო  „რეგიონების პარტია“ უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მოსალოდნელს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი პირველადი მონაცემების შედეგად, გამარჯვებულები არიან.

ეგზიტპოლების  შედეგად ვიქტორ იანუკოვიჩის“რეგიონების პარტიამ“ 38,63%,-ი იულია ტიმოშჩენკოს „ბატკვიშჩინამ“  კი 20,12%-ი მოიპოვა. მესამე და მეოთხე ადგილებს შესაბამისად კომუნისტები 15,63%-ით და ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარი“ 6,71-%-ით ინაწილებენ. 

საინტერესოა ერთი ფაქტორი. მართალია, პროცენტულად სახელისუფლო პარტია ლიდერობს, თუმცა თუ ოპოზიციური პარტიების დეპუტატთა რაოდენობას დავითვლით, მაშინ რადაში ისინი იანუკოვიჩის პარტიას აშკარად  გადააჭარბებენ.