დავით საგანელიძე ბიძინა ივანიშვილთან 18 საკითხს განიხილავს

დავით საგანელიძე ბიძინა ივანიშვილთან 18 საკითხს განიხილავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე თვრამეტი თემა განიხილა.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მათგანი მნიშვნელოვანია, ამიტომ რომელიმეს გამოყოფას არ აპირებს.

„არის ძალიან ბევრი თემა, რომელიც პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციებს საჭიროებს. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება მთავრობასთან ძალიან აქტიური მსჯელობა და თანამშრომლობა. რამდენიმე საკითხს დღეს მე პირადად მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს. თვრამეტი თემით მოვედი, თუმცა არ მინდა რომელიმე მათგანი გამოვყო, რადგან თვრამეტივე ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ წარმატებით გავივლით იმ პერიოდს, რასაც მთავრობაში ყოფნა ჰქვია და ეს იქნება დასაწყისი იმ აღმავლობისა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა", - განუცხადა საგანელიძემ ჟურნალისტებს, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა.

დავით საგანელიძე პირველია, რომელთანაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს შეხვედრას გამართავს.

11:00 საათიდან უკვე ის მინისტრებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დაიწყევს. 15:00 საათზე კი მთავრობის სამუშაო სხდომა გაიმართება.