ემზარ კვიციანის ოჯახი საქართველოშია

ემზარ კვიციანის ოჯახი საქართველოშია

ემზარ კვიციანის ოჯახი უკვე საქართველოშია. ისინი ქვეყანაში  წუხელ დაბრუნდნენ. კვიციანის მეუღლის თეთნულდ ანსიანის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ,  რომ ახალი ხელისუფლება მათ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს და გამოძიების შემდეგ,  ემზარ კვიციანიც საქართველოში  დაბრუნდება.

კვიციანების ოჯახი საქართველოდან ექვსი წლის წინ წავიდა.

კვიციანის წინააღმდეგ საქმე 2006 წელს უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით აღძრული.