ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს მართავს

ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფება. ის მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.

პრემიერი 10:00 საათზე  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს შეხვდება, 11:00 საათზე საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, 11:30 საათზე სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით კირვალიძეს, 12:00 საათზე თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, 13:00 საათზე ამერიკის ელჩს ააქართველოში რიჩარდ ნორლანდს, ხოლო 15:00 საათზე მთავრობის სამუშაო სხდომა გაიმართება.

„ყველა სამინისტროს დაკომპლექტება უნდა დასრულდეს. მოადგილეები უნდა დავამტკიცოთ, ამის შემდეგ მომზადდება გრაფიკი, თუ რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი. ამ პროცესს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ,  გამორიცხული არ არის,  მისი პირველი ვიზიტი  საზღვარგარეთ გაიმართოს, თუმცა რომელ ქვეყანაში, ის ვერ აკონკრეტებს.