აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე დაინიშნა. აჭარის ახალი თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პირადად წარადგინა.

ხაბაძემ ბიძინა ივანიშვილს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით აჭარა მოწინავე რეგიონი იქნება.

„პირველ რიგში მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახალი გადაწყვეტილება რეგიონის მოსახლეობას გადაიყვანს სხვა რეალობაში. ჩემი მიზანია, რეგიონი იყოს მოწინავე ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში. ყველა მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს სიკეთეს", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ცნობისთვის, არჩილ ხაბაძე "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა: "ქართული ოცნებიდან" უმაღლესი საბჭოს წევრი პროპორციული სიით ჯემალ ფუტკარაძე, "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე და პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი, თუმცა მან შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი განაცხადა.