ბაქრაძე: კახი, „მილანის’’ მწვრთნელს რომ ეთქვა კარში ჩადექი  და ერთ თვეში ბურთის დაჭერას გასწავლიო, ეს სწორი იქნებოდა?

ბაქრაძე: კახი, „მილანის’’ მწვრთნელს რომ ეთქვა კარში ჩადექი და ერთ თვეში ბურთის დაჭერას გასწავლიო, ეს სწორი იქნებოდა?

 "მე მხარს ვერ დავუჭერ ენერგეტიკის მინისტრობის პოსტზე კახი კალაძეს იმ პრინციპით, რომ საქმე ჯერ არ იცის, მაგრამ ისწავლის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბაქრაძემ ბოდიში მოუხადა კალაძეს იმიტომ, რომ მას პერსონალიებზე საუბარი უწევს, თუმცა განმარტა ის მიზეზები, რომლის გამოც მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

დეპუტატმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კალაძე თავს გაართმევს იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს სიბნელე, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უმცირესობა ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი კალაძეს, როგორც ფეხბურთელს და ვგულშემატკივრობდი „მილანს" სწორედ იმიტომ, რომ ის იქ თამაშობდა, მაგრამ კახი, „მილანის’’ მწვრთნელს რომ ეთქვა შენთვის, მცველი კი ხარ, მაგრამ ახლა კარში ჩადექი და ერთ თვეში ბურთის დაჭერას გასწავლიო, ეს სწორი იქნებოდა? ასე, რომ ამ პრინციპით, რომ საქმე ჯერ არ იცის, მაგრამ ისწავლის, მხარს ვერ დაგიჭერთ", - მიმართა მას ბაქრაძემ.