გიორგი ბარამიძე: ჩვენი მხრიდან შეკითხვები იქნება და ამის გამო, ჩვენი ინტრიგნებად მონათვლა, არასწორია

გიორგი ბარამიძე: ჩვენი მხრიდან შეკითხვები იქნება და ამის გამო, ჩვენი ინტრიგნებად მონათვლა, არასწორია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ის რომ ოპონირება  უმცირესობის წარმომადგენლების საქმე არაა, ამაში  უმრავლესობის წარმომადგენლებს ვერ დაეთანხმება.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება პოლიტიკურ სასაფლაოზე წასვლას არ ნიშნავს.

„ამომრჩევლების 40%-მა ჩვენ მოგვცა ხმა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ როგორც ამ 40%-ს,  ისე 55% და სხვა დანარჩენს. ის, რომ ოპონირება არ არის  ჩვენი საქმე,  არ დაგეთანხმებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მოახერხოს და ნათლად წარმოიდგინოს, რა ქვეყანა ჩავიბარეთ 8 წლის წინ და რა ქვეყანაა საქართველო დღეს. ისიც ითქვა, რომ წინსვლა ბუნებრივია. არ არის ბუნებრივი,  თავისთავად არ გაკეთებულა გზები, თავისთავად არ აშენებულა იუსტიციის სახლები, თავისთავად არ გარდაქმნილა კრიმინალური პოლიცია პოლიციად, რომელიც ხალხის პატივისცემას იწვევს, მაგრამ თავისთავად არ ჩაცმულა და აღჭურვილა ჯარი, მაგრამ ახლა არ მინდა, ჩვენს მიღწევებზე საუბარი. ხალხმა ეს არასაკმარისად ჩათვალა და ხმა მოგცათ თქვენ,  ხმა მოგცათ იმ კონკრეტული დაპირებებისთვის, რომელიც გაეცით და ბუნებრივია,  ჩვენი მხრიდან შეკითხვები იქნება და ამის გამო ჩვენი მონათვლა ინტრიგნებად,  არასწორია“, - განაცხადა ბარამიძემ. 

ბარამიძემ აღნიშნა, რომ ის დაეხმარება მთავრობას ქვეყნის შენებაში და ქვეყნის მართვაში  მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს.