„დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა აზერბაიჯანელს ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

„დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა აზერბაიჯანელს ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

დღეს  ისლამური სამყარო ბრწყინვალე ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. ყურბან–ბაირამი არის ადამიანთა სულიერი ძლიერების, მოთმენისა და ნებისყოფის, ქვემოლქმედების გამოვლენის, ურთიერთგაგებისა და ერთიანობის ზეიმი.

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და ყველა აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელი უკვე მრავალი საუკუნეა ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან შვილად თვლის საკუთარ თავს. საქართველოს ისტორია იცნობს უამრა,ვ ჩვენი არაეთნიკურად ქართველი თანამოქალაქის თავდადებისა და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითს საკუთარი სამშობლოს –საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.

"დემოკრატიული მოძრაობა“ ყურბან ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს ყველა მუსლიმანს, უპირველესად ჩვენი მოძრაობის აზერბაიჯანელ წევრებს და უსურვებს მათ მშვიდობას ჩვენს სამშობლოში და კეთილდღეობასა და სიხარულს საკუთარ ოჯახებში.