გაბაშვილი: ვინც ჟირინოვსკისთან დადიოდნენ და ამ ადამიანებისგან ჩვენ ჭკუის სწავლას არ ვაპირებთ

გაბაშვილი: ვინც ჟირინოვსკისთან დადიოდნენ და ამ ადამიანებისგან ჩვენ ჭკუის სწავლას არ ვაპირებთ

 "საპარლამენტო უმცირესობა ადამიანებისგან, რომლებიც ჟირინოვსკისთან დადიოდნენ,ჭკუის სწავლებას არ მიიღებს“, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ  გოკა გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მკაფიო პროგრამა ვადებში გაწერილი, მაგრამ ხალხმა ამ პროგრამას მხარი არ დაუჭირა. უმრავლესობის მხრიდან კი მისი თქმით, არანაირი პოზიტიური პროგრამა არ არსებობს.

ამასთან გაბაშვილმა ეკა ბესელიას მიმართა, რომელმაც მათ მოუწოდა გაეცნოებირებინათ თუ სად იყვნენ.

„ჩვენ გავაცნობიერეთ სად ვართ, ვართ ოპოზიციაში, მაგრამ თქვენც უნდა გააცნობიეროთ, სად ხართ. თქვენ არ იმყოფებით ქუჩის მიტინგებზე, ლაფის სროლას თავი უნდა დაანებოთ და გირჩევნიათ, ქვეყნისთვის საკეთილდღეო ნაბიჯებზე იფიქროთ. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ჟირინოვსკისთან დადიოდნენ და ამ ადამიანებისგან ჩვენ ჭკუის სწავლას არ ვაპირებთ. ბევრ თქვენგანს მოუწევს იმ პოზიციიდან უკან დახევა, რაც აქამდე გქონდათ, ისევე როგორც ჩვენ. ალბათ, ერთმანეთის ხელაღებით ლანძღვა შორს არ წაგვიყვანს, გირჩევთ დაკავდეთ საქმით, ჩვენ კი ვიცით რითი დავკავდებით, არ გვჭირდება ჭკუის სწავლება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვაკონტროლოთ ხელისუფლება", - განაცხადა გაბაშვილმა.