ზაქარია ქუცნაშვილი: ბატონო როლანდ, თქვენ გეცინებათ, მაგრამ უამრავი ადამიანი თქვენგან ცრუ ბრალდებით ციხეში ზის

ზაქარია ქუცნაშვილი: ბატონო როლანდ, თქვენ გეცინებათ, მაგრამ უამრავი ადამიანი თქვენგან ცრუ ბრალდებით ციხეში ზის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ზაქარია ქუცნაშვილმა  პლენარულ სხდომაზე სამეგრელოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარ დეპუტატს რონალდ ახალაიას საკუთარი ქმედებები შეახსენა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების უზრუნველსაყოფად ყოფილი მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებდა.

„დიახ, ბატონო როლანდ თქვენ ტაშს უკრავთ, მაგრამ სამეგრელოს კარგად ახსოვს თვენი ქმედებები. სამწუხარო  ისაა, რომ ამ რეალობაში  ვსხედვართ და   თქვენც პარლამენტის  წევრი გქვიათ და სხვა ადამიანებსაც. ესაა სამწუხარო რეალობა. თქვენ დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე საუბრობთ, თუმცა ძალადობა უკანონოდ გამოგლიჯეთ ადამიანებს და თქვენი გამარჯვების უზრუნველსაყოფად 200-მდე მანქანა დარბოდა.

თქვენ გეცინებათ,  მაგრამ უამრავი ადამიანი თვენგან ცრუ ბრალდებით ციხეში ზის,  ოჯახები იტანჯება, ოჯახები გააუბედურეთ, ათასობით ოჯახი, მაგრამ დაგვცინით  იმის გამო, რომ პარლამენტის წევრი გქვიათ და პარლამენტის  საერთო უფლებამოსილებაში  თქვენი უფლებამოსილება უნდა გვეცნო“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები იმის გამო გაუმარჯვა, რომ ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პროგრამა დაიჯერა არამედ, უარი თქვა წარსულზე, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  შექმნა.