ბობოხიძე: ივანიშვილმა ვერ გაგვცა პასუხი იქნება თუ არა ჯანდაცვა  და  განათლება უფასო და პენსია 240 ლარი

ბობოხიძე: ივანიშვილმა ვერ გაგვცა პასუხი იქნება თუ არა ჯანდაცვა და განათლება უფასო და პენსია 240 ლარი

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო პროგრმა დაუწუნა და განაცხადა, რომ ივანიშვილი თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ვადებზე ვერ ისაუბრებდა, რადგან იგი წუხანდლამდე საქართველოს ბიუჯეტს არ იცნობდა.

" როდესაც თქვენ წინასაარჩევნო გეგმებს ადგენდით, თქვენ არ იცნობდით საქართველოს ბიუჯეტს, არა მარტო წინასაარჩევნოდ, არამედ არ იცოდით ეს ყველაფერი წუხანდლამდე, ეს თქვენ განაცხადეთ. იმედია ამ ყველაფერში ძალიან მალე გაერკვევით, რადგან ეს სჭირდება ქვეყანას. ბუნებრივია ვერ მოგვცემდით ზუსტ ვადებს თქვენი წინასაარჩევნო დაპირებებისა , რომელიც წინასაარჩევნოდ თქვენ უხვად გაეცით. თქვენ ვერ გაგვეცით პასუხი, იქნება თუ არა უფასო ჯანდაცვა მიღწეული, იქნება თუ არა უფასო განათლება სტუდენტობებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში, იქნებ თუ არა პენსია 240 ლარი", -განაცხადა ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძემ ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებები- ათასი გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვის არასწორი დაგეგმარების კურსიც შეახსენა.

"აღარ ჩანდა გუშინდელ ჩვენს შეხვედრაზე თქვენი დაუყოვნებლივ მზაობა იმ ათასობით საწარმოს შექმნისა, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში, ათასობით საწარმო რომ გაიხსნას, დღეში 4 საწარმო უნდა გაიხსნათ და ეს პროცესი ხვალიდანვე თუ არ დაიწყეთ, ყოველ ახალ დღეს მოგემატებათ გასახსნელ საწარმოთა რაოდენობა. თქვენ აღარ გიხსენებიათ მიმღები და გადამმუშავებელი საწარმოებისა და ქარხნების შემქნაზე . თქვენ ახსენეთ, რომ უნდა მიზიდოთ ინვესტიციები, თუმცა მეტად უცნაური გზა აირჩიეთ მის მოსაზიდად. თქვენ თან ინვესტიციების მოზიდვას აპირებთ და თქვენ გინდათ მსოფლიოს უთხრათ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც წარმოების განვითარებისთვის არანაირი პირობები არ არსებობს", -აღნიშნა ბობოხიძემ.