ფინელმა მკვლევარებმა შესაძლოა ხელახლა შექმნან 170 წლის ლუდი

ფინელმა მკვლევარებმა შესაძლოა ხელახლა შექმნან 170 წლის ლუდი

როგორც გამოცემა Newsday იტყობინებოდა, ჯერ კიდევ,  გაზაფხულზე, ფინელი მკვლევარები აცხადებდნენ, რომ მათ შეიძლება ხელახლა შექმნან 1840 წელს არსებული ლუდი. ეს იდეა მას შემდეგ მოუვიდათ, რაც მათ აღმოაჩინეს ალანდის კუნძულებთან ახლოს ჩაძირული გემიდან მოპოვებულ ლუდში არსებული ცოცხალი ბაქტერია.

2010 წელს აღმოჩენილმა ჩაძირულმა გემმა კატასტროფა  სავარაუდოდ 1840 წელს განიცადა. მასზე ასევე აღმოჩნდა უძველესი შამპანური, რომელიც სასმელად ვარგისი იყო და შემდეგ აუქციონზე გაიყიდა.

მკვლევარებმა გააანალიზეს ლუდის ორი ბოთლი, რომლებმაც როგორც გაირკვა „ვერ გაუძლო დროის გამოცდას“ მაგრამ შეინარჩუნა ოქროსფერი და შესაძლოა, თავიდან ვარდის, ნუშის და მიხაკის არომატი ჰქონოდა.

„ლუდის ქიმიური ანალიზის საფუძველზე და ჩვენი მთავარი სპეციალისტის დახმარებით შესაძლებელი იქნება  ისეთი ლუდის შექმნა, რომელიც შეძლებისდაგვარად ამ უძველესი ლუდის მსგავსი იქნება“, - აღნიშნა ანიკა ვილჰელმსონმა ფინეთის VTT ტექნიკური კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა. გემის კატასტროფის ადგილი ფინეთის ავტონომიური ნაწილის, ალანდის მოშორებით მდებარეობს.