თბილისში დასუფთავების ტარიფი სეზონურად, 5 თვით შეიცვლება

თბილისში დასუფთავების ტარიფი სეზონურად, 5 თვით შეიცვლება

თბილისში დასუფთავების ტარიფი სეზონურად შეიცვლება. ცოტა ხნის წინ აღნიშნული გადაწყვეტილება  საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების თანახმად, ეს ცვლილება 5 თვით განისაზღვრა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, 5 თვის განმავლობაში, როდესაც დენის მოხმარება განსაკუთრებით მაღალია, ნაგვის გადასახადი 1 კილოვატ საათზე 5-ის ნაცვად, 2,5 თეთრი იქნება.