პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს დღესასწაული მიულოცა

პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ავრცელებს.

„მინდა, მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული. ჩვენი ქვეყნის ერთიანობა ეფუძნება იმას, რომ საქართველოს კეთილდღეობა თანაბრად ეკუთვნოდეს მისი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა აღმსარებლობის მოქალაქეს. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი და ძვირფასი ნაწილია. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულის მოლოცვებს და წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, -ნათქვამია მისალოც განცხადებაში.