ზვიად ძიძიგური: რაც შევარდნაძეს გადაურჩა დაუკარგავი, ისიც მიაყოლეთ და ისიც დაკარგეთ

ზვიად ძიძიგური: რაც შევარდნაძეს გადაურჩა დაუკარგავი, ისიც მიაყოლეთ და ისიც დაკარგეთ

ვიცე-სპიკერობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენლების კრიტიკა, კითხვები და რჩევები გაუგებარი  აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ ისინი, რომ საქმიანობას სუფთა ადგილიდან იწყებდნენ,  ეს ყველაფერი მისთვის მისაღები და გასაგები იქნებოდა.

ძიძიგურის განცხადებით, ბოლო რვა წელია საქართველოს პარლამენტი გადაქცეული იყო სანოტარო ბიუროდ, რომელიც  იმ  ნებას ასრულებდა,  რომელიც  ქვეყანაში  ერთ კაცს  თანამდებობით პრეზიდენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდა.

„დღეს სრულიად გაუგებარია, როდესაც თქვენ კითხულობთ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, სვამთ კითხვებს, რჩევებს გვაძლევთ ეს ტერმინი გამოიყენეთ,  ის ტერმინი გამოიყენეთო, რვა წელი არ გქონდათ დრო იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღგედგინათ? განა,  სააკაშვილი არ პირდებოდა მოსახლეობას, რომ პირველი საპრეზიდენტო  ვადის ამოწურვის შემდეგ,  სოხუმში გადავიტანთ დედაქალაქს და ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენო?

რა მივიღეთ ამ რვა წლის განმავლობაში?  მივიღეთ ის,  რომ რაც შევარდნაძეს გადაურჩა დაუკარგავი ისიც მიაყოლეთ ისიც დაკარგეთ. შედეგად,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო დაარღვიეთ.  ეს მივიღეთ  თქვენგან და ვფიქრობ, თქვენგან  ჭკუის სწავლებები ცოტა უხერხულია“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ძიძიგურმა გამოსვლისას ყურადღება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა არაადამიანურ მოპყრობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  ამ დროს რომ  საქართველოს პარლამენტში შესაბამისი კომიტეტი რას აკეთებდა.

„თქვენ გგონიათ, რომ  მხოლოდ ახალაიების  და კალმახელიძის ბრალია, რაც საქართველოს ციხეებში  ხდებოდა? რას აკეთებდა საქართველოს პარლამენტში შესაბამისი კომიტეტი, არ იცოდნენ,  რომ საქართველოს  ციხეებში  ასეთი რაღაც ხდებოდა? ძალიან კარგად იცოდნენ. უბრალოდ,  ვანო მერაბიშვილს და ვერც მიხეილ სააკაშვილს ენას ვერ უბრუნებდნენ.  თქვენ ახლა,  დიდი დემოკრატები,  რომ ბრძანდებით, აქამდე  სად იყავით თვე კარგი ოჯახის შვილებო?“- განაცხადა ძიძიგურმა.