ეკა ბესელია უმცირესობის წევრებს: საკუთარ ლიდერსაც ოპოზიციაში უდგახართ, თქვენ დარჩით წარსულში

ეკა ბესელია უმცირესობის წევრებს: საკუთარ ლიდერსაც ოპოზიციაში უდგახართ, თქვენ დარჩით წარსულში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას,  უმცირესობის სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა  და განაცხადა, რომ უმცირესობის წევრები წარსულში ჩარჩნენ და ახლა საკუთარი ლიდერისვე ოპოზიციაში დგანან.

ბესელიამ ხაზგასმით ისაუბრა მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამის მნიშვნელობაზე,  განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და რამდენჯერმე მიმართა საპარლამენტო უმცირესებას.

„თქვენ შექმენით ვითარება, რომ საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში პატიმართა რაოდენობით. ეს არის ლაქა მთელი ერისთვის, თქვენ ჩრდილი მიაყენეთ ქართველ ხალხს, რომელსაც ნამდვილად არ აქვს მიდრეკილება დანაშულისკენ. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც პრეზიდენტი ახორციელებდა, რომ ყველანი ციხეში. ასევე თქვენი გუშინდელი განცხადებების შემდეგ, უცნაურია ერთი რამ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა თქვენმა ლიდერმა და თქვენ მას მხარს არ უჭერთ, უცნაურ მდგომარეობაში ხომ არ აღმოაჩინეთ საკუთარი თავი?! გარდა იმისა, რომ მუდმივად ეწინააღმდგებით ხალხის განწყობებს, ახლა უკვე საკუთარ ლიდერსაც ოპოზიციაში უდგახართ. სად ხართ? თქვენ დარჩით წარსულში“, - განაცხადა ბესელიამ.