ნუგზარ წიკლაურს არ სჯერა რომ ბიძინა ივანიშვილმა ისტორია არ იცის

ნუგზარ წიკლაურს არ სჯერა რომ ბიძინა ივანიშვილმა ისტორია არ იცის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სწორედ მშვიდობიანი ოპონირების საშუალებით არის შესაძლებელი საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, რუსეთის პრესამ აიტაცა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის ფრაგმენტი, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა კავკასიის ქედის გადმოლახვას და მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს შეძლო ეს.

"ჩემთვის დაუჯერებელია არ იცოდეს ბატონმა ბიძინამ, როდის გადმოლახა რუსეთმა კავკასიონის საზღვრები, შეუძლებელია არ იცოდეს გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევის შესახებ, არ მჯერა რომ არ იცის, 1801 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმების შესახებ, არ მჯერა რომ არ იცის 1804 და 1812 წლის აჯანყებების , 1832 წლის ქართველთა უპრეცედენტო აჯანყებების შესახებ, 1918 და 21 წლების შესახებ, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი სწრაფვა დამოუკიდებლობის და შემდგომ მისი დამხობის შესახებ, არ მჯერა რომ მან არ იცის 1991 წლის მიმდინარე ბატალეიების შესახებ და არ მჯერა, რომ მან არ იცის სახელები იმ ადამიანების, რომლებიც ამ ბრძოლას შეეწირნენ", -განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურის აზრით, საუბარი კვლავ იმაზე, რომ წინა ხელისუფლების ბრალია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% -ი, არის საქართველსო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები .

"მსგავსი გამონათქვამები საფრთხეს უქმნის და აფერხებს საქართველოს დეოკუპაციის პროცესს, არ აღიარების პოლიტიკას, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. თქვენს სამთავრობო პროგრამაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი დეოკუპაციის შესახებ. ეს ჩემში ძალიან ძიმე განცდებს იწვევს და მინდა გთხოვოთ და შეგახსენოთ, რომ ყველა მთავრობა ქვეყნის ინტერესების დაცვით უნდა იყოს დაკავებული", -განაცხადა წიკლაურმა.