საგანმანათლებლო კვირეული ხელნაწერთა ეროვნულ ცერნტში: „გრიგოლ რობაქიძე - ცხოვრება აზრით და გრძნობით“

საგანმანათლებლო კვირეული ხელნაწერთა ეროვნულ ცერნტში: „გრიგოლ რობაქიძე - ცხოვრება აზრით და გრძნობით“

დღეს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში გაიხსნება საგანმანათლებლო კვირეული  სახელწოდებით: „გრიგოლ რობაქიძე - ცხოვრება აზრით და გრძნობით. პროგრამაზე წარმოდგენილი იქნება: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული გრიგოლ რობაქიძის პირადი წერილები, მწერლის ნაწარმოებების ძველი და ახალი გამოცემები, გაიმართება პრეზენტაცია- საუბარი, მოეწყობა საჯარო ლექციების ციკლი, დისკუსიები, ლიტერატურათმცოდნეობითი და ისტორიული ექსკურსიები და ა.შ.

კვირეული იმართება პროექტის „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები - სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსი სკოლისათვის“ ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში დღეს, 14 საათი - გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი,  ფილოლოგ-გერმანისტი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაში’’;

26 ოქტომბერი, 15:00 საათი - ზვიად კვარაცხელია - მწერალი, გამომცემლობა „არტანუჯის“ ლიტერატურული სერიის „უცნობი გრიგოლ რობაქიძე“ ავტორი; ლექცია თემაზე: ,,უცნობი გრიგოლ რობაქიძე-ახალი ქართული გამოცემები’’;

29 ოქტომბერი, 15:00 საათი - ეთერ ქავთარაძე - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, გრიგოლ რობაქიძის პირადი არქივის მკვლევარი; ლექცია თემაზე: ,,პირადი არქივი - მისი მნიშვნელობა გრიგოლ რობაქიძის პიროვნებისა და შემოქმედების კვლევისათვის’’;

30 ოქტომბერი, 15:00 საათი - გოჩა საითიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლექცია თემაზე: ,,გრიგოლ რობაქიძე - ცხოვრება აზრით და გრძნობით’’;

31 ოქტომბერი, 15:00 საათი - რუსუდან დაუშვილი: პროფესორი ემიგრაციის მკვლევარი. ლექცია თემაზე:,, გრიგოლ რობაქიძე - პოლიტიკური ფიგურა’’.