ბიძინა ივანიშვილი: ერთპიროვნული მმართველობის გამოსარიცხად, ახლავე, საჭიროა კონსტიტუციის შესაბამის ნაწილის შეცვლა

ბიძინა ივანიშვილი: ერთპიროვნული მმართველობის გამოსარიცხად, ახლავე, საჭიროა კონსტიტუციის შესაბამის ნაწილის შეცვლა

"2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყანაში სრულიად მახინჯი მმართველობა მოჰყვა და ამის შედეგებს ჩვენ ახლა ვიმკით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ერთპიროვნული მმართველობა, ახლავე, ამ ეტაპზე საჭიროა კონსტიტუციის შესაბამის ნაწილის შეცვლა და სახელმწიფო მმართველობის სათანადო მოდელის შემოღება. ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში მოქალაქეები აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

„ამ ცვლილებებს ჩვენ მივიღებთ მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი განხილვის საფუძველზე. გადაწყვეტილებების მიღებისას, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველა გონივრულ მოსაზრებას და ინტერესს. კონსტიტუციით იქნება დადგენილი ისეთი მმართველობის მოდელი, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობას უზრუნველყოფს"-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციით პოლიტიკურ ოპოზიციას მიეცემა ბერკეტები, რომ გააკონტროლონ ხელისუფლების საქმიანობა.

ამასთან, სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებული, გაწონასწორებული მოდელი ამოქმედდება.

"ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მრვალაპარტიულობის სისტემა და პარტიების დაფინანსების მოდელი ისე შეიცვლება, რომ მათ შეძლოს სრულფასოვანი საქმიანობა"-დასძინა ივანიშვილმა.