ბიძინა ივანიშვილმა გიგი წერეთლის განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმებს კატასტროფული უწოდა

ბიძინა ივანიშვილმა გიგი წერეთლის განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმებს კატასტროფული უწოდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიგი წერეთელი ჯანდაცვის სისტემის განადგურებაში დაადანაშაულა. 

„ჯანდაცვაში თქვენი რეფორმები იყო კატასტროფა. ჯანდაცვა 2003 წლამდე უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ახლა. ამაზე მე ბევრჯერ მითქვამს და აღარ გავიმეორებ. თქვენი ერთ-ერთი რეფორმა იყო, რომ ჯანდაცვის სისტემა გაანადგურეთ“,- განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

უმცირესობის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა ივანიშვილისგან მოითხოვა პასუხი, პროგრამების შესრულების რა კრიტერიუმებს გამოიყენებს ახალი ხელისუფლება თუ  ქვეყნის განვითარების გარანტად პიროვნების ფინანსები უნდა დასახელდეს. 

 წერეთლის განცხადებით, "ხარჯები ძალიან დიდია, მსოფლიოში არ არსებობს ალბათ, პრეცედენტი, სადაც ქვეყნის განვითარების გარანტად პიროვნება პირად ფინანსებს ასახელებდეს“.  ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ამის თქმას და აფიშირებას, ყოველთვის ერიდებოდა.