ვიაჩესლავ ჩირიკბა: სერგი კაპანაძემ ისიც კი გვითხრა-თქვენ რა, გინდათ, აქვე გაღიაროთო?

ვიაჩესლავ ჩირიკბა: სერგი კაპანაძემ ისიც კი გვითხრა-თქვენ რა, გინდათ, აქვე გაღიაროთო?

 

აფხზეთის დეფაქტო რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, ქართული მხარე ისევ უარს ამბობს ოსური და აფხაზური მხარეების კონფლიქტის მხარედ ცნობის შესახებ.

„ქართული მხარე ითხოვს სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულ შეთანხმებას ხელი მხოლოდ რუსეთთან მოაწეროს და ქართულ-რუსული კონფლიქტის მხარედ მხოლოდ იგი აღიაროს. რაც შეეხება რუსეთს, ის არ ეთანხმება ქართული მხარის ამ მოსაზრებას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხარეებად აღიარებას ითხოვს“,-განუცხადა ჩირიკბამ ჟურნალისტებს.

ჩირიკბამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურვილიც გაახმოვანა. პუტინმა ქართულ მხარეს შესთავაზა, რომ საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები შეხვედროდნენ ერთმანეთს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება ერთობლივად გაეკეთებინათ, თუმცა ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.

„ჩვენი მთავარი მიზანია ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ძალია გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მივაღწიოთ, თუმცა ჯერჯერობით ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. სწორედ ამით აიხსნება მოლაპარაკებათა არაეფექტურობაც“,-აღნშნა ჩირიკბამ.

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უმჯობესია, ჟენევის დისკუსიების ფორმატი შეიცვალოს, თუმცა ქართული მხარე ამას აფხაზეთის  აღიარების ტოლფასად მიიჩნევს.

„სერგი კაპანაძემ ისიც კი გვითხრა-თქვენ რა, გინდათ, აქვე გაღიაროთო? ძალიან რთული იქნება ფორმატის შეცვლა. წინა ხელისუფლებისთვის ეს აღიარების ტოლფასი იყო, ფორმატის შეცვლა და აღიარება მათთვის სინონიმები გახლდათ. ჩვენ ისევ ვიბრძოლებთ ფორმატის შეცვლისთვის, რადგან ეს არაეფექტურია და მოლაპარაკებებსაც ხელს არ უწყობს. ჩვენ შევეცდებით ჩვენი არგუმენტები გამოვთქვათ და ჩვენი პოზიცია დავიცვათ, ვნახოთ...“,-განაცხადა ვოაჩესლავ ჩირიკბამ.