მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ახალგაზრდობის საიდუმლო რეცეპტი(VIDEO)

მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ახალგაზრდობის საიდუმლო რეცეპტი(VIDEO)

ცნობილი იტალიელი კინომსახიობი და მოდელი 47 წლის, მონიკა ბელუჩი, უკვე მერამდენედ ამტკიცებს იმას, რომ ნებისმიერ ასაკში იდეალურად გამოიყურება. ამჯერად ორი შვილის დედა, მონაწილეობას  ჟურნალი Vogue-ს იტალიური გამოცემის თამამ ფოტოსესიაში იღებს.

ფოტოსესია სახელწოდებით Alta Moda,  სიცილიაში გაიმართა. მას მოდის ცნობილი ფოტოგრაფი პაოლო როვერსი ხელმძღვანელობდა. რამდენიმე ფოტოში მონიკა თითქმის შიშველია, რამდენიმეში კი რენესანსის ეპოქის სამოსი აცვია.

„მსახიობის სხეული მისი ინსტრუმენტია. მე არ მომწონს ზედმეტი ვულგალურობა, თითქოსდა სექსუალურობის გამოსაჩენად,  თუ ინსტრუმენტს, ანუ სხეულს, კარგად ფლობ, მაშინ ყველაფერი ისედაც იდეალურად გამოდის.  სამოდელო კარიერის დაწყბისთანავე ვგრძნობდი რისი გაკეთება შემეძლო ჩემი სხეულით“- ამბობს მსახიობი, ერთ-ერთ, ინტერვიუში და დასძენს, რომ  მისი თავდაჯერებულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  თამამად იპოზირებს მამაკაცების ეროტიული ჟურნალისთვის.

„ნიჭიერი და გამოცდილი ფოტოგრაფი ყოველთვის მოახერხებს მოდელს მუშაობა გაუმარტივოს, რეზულტატიც შესანიშნავი გამოდის. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ეს შიშველი სხეულია“- ამბობს ბელუჩი.

ბელუჩი ხშირად ანებივრებს გულშემატკივრებს თამამი ფოტოსესიებით, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ასაკშია და მის სახეზე ნელ-ნელა ნაოჭები ჩნდება, ის მსოფლიოში, ერთ-ერთ, ყველაზე ლამაზ ქალადაა მიჩნეული.  

„თითქმის მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი, მუდმივი გადაფრენები, მოგზაურობები. შემიძლია დავიკვეხნო, რომ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვახერხებ იოგითა და ტრენაჟორებით ვარჯიშს.  ვფიქრობ,  ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლო იმაშია, რომ მუდამ მოტივირებული და პოზიტიური ვარ.  რა თქმა უნდა, ვამაყობ ჩემი სხეულის ფორმით და მიყვარს ის. თუმცა, ვთვლი, რომ ეს „ყველაზე ლამაზებისა და სექსუალურების“ გაუთავებელი რეიტინგები და სიები, სერიოზულად არ უნდა აღვიქვა“- ამბობს მონიკა ბელუჩი.