7 წლიანი ძიების შემდეგ „იშხნის ციხე ნაპოვნია!“

7 წლიანი ძიების შემდეგ „იშხნის ციხე ნაპოვნია!“

"იშხნის ციხე ნაპოვნია!“- ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა ავრცელებს.

მისი  განმარტებით, 7 წლიანი ძიების პროცესმა შედეგი გამოიღო და ისტორიულ წყაროებში ერთადერთხელ მოხსენიებული ციხე მკვლევარებმა აღმოაჩინეს: „დასრულდა ჩემი და ჩემი მეგობრების 7-წლიანი ძიების პროცესი. ნაპოვნია იშხნის ციხე, რომელიც ისტორიულ წყაროებში ერთადერთ ადგილას მოიხსენიება და შემდეგ საერთოდ „ქრება“.

ეს ერთადერთი ინფორმაცია ჟამთააღმწერელს ეკუთვნის. მისი ცნობით, დემეტრე თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ბაბუამ - ბექა ჯაყელმა აქ გადამალა უფლისწული გიორგი, მომავალი მეფე - გიორგი V ბრწყინვალე.

ციხე საგულდაგულოდ დაუნგრევიათ (ალბათ ძველადვე, სავარაუდოდ - ოსმალების დროს), თუმცა მისი მიუდგომლობა და აქა-იქ მიკვლეული ნაშთები მოწმობს, რომ ციხე მართლაც იქნებოდა გამორჩეული. ასეთ ციხეს ნამდვილად შეგიძლია ანდო მომავალი დიდი მეფის სიცოცხლე!“- ნათქვამია ბუბა კუდავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.