დღეს ლეონიდ თიბილოვის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება

დღეს ლეონიდ თიბილოვის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის  და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება.

სამდღიანი შეხვედრის ფარგლებში „იტარ-ტასის“მედია კლუბში გაიმართება თიბილოვის შეხვედრა რუსეთის წამყვან მედიარედაქტორებთან და ჟურნალისტებთან.

დღესვე კრემლში დახურულ კარს მიღმა ლეონიდ თიბილოვისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგება. შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები, აგრეთვე ის საკითხები, რომელიც ორივე მხარისთვის დღეს ძალიან აქტუალურია.