სამხრეთ ოსეთში საჩხერის მცხოვრები დააკავეს

სამხრეთ ოსეთში საჩხერის მცხოვრები დააკავეს

რუსეთის სასაზღვრო დეპარტმანეტმა სამხრეთ ოსეთის საზღვართან დააკავეს უცნობი პიროვნება, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდინარე გებურში თევზს იჭერდა. უცნობს  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ აღმოაჩნდა, თუმცა მისი განცხადებით, ის საჩხერის რაიონის მცხოვრებია.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, დაკავებულის მიმართ განხორციელდება ადმინისტრაციული სასჯელი. ის უკვე გადაცემულია სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროსთვის.