დღეს პარლამენტში უმცირესობისა და უმრავლესობის შეხვედრაში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს

დღეს პარლამენტში უმცირესობისა და უმრავლესობის შეხვედრაში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს

მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებს დღეს უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციებში შეხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობას მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

უმცირესობის სხდომა 12.00 საათზე, ხოლო უმრავლესობის - 15.00 საათზეა დაგეგმილი.

ცნობილია, რომ უმცირესობამ პროგრამის განხილვისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა.

დღის ბოლოს გაიმართება ბიუროს შემაჯამებელი სხდომა. ბიუროზე პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავენ და პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენებს შეაჯამებენ.

მთავრობის შემადგენლობა და მისი სამოქმედო გეგმა პლენარულ სხდომაზე 25 ოქტომბერს განიხილება.

გუშინ კი, მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები იმართებოდა. უკლებლივ ყველა კომიტეტმა მათი პროფილის მინისტრობის კანდიდატთან გამართა შეხვედრა. საკომიტეტო მოსმენებზე განსაკუთრებით უმცირესობის წევრები აქტიურობდნენ.