ყველა მოქალაქის  უნივერსალური საბაზისო პაკეტით უზრუნველსაყოფად არასახელმწიფო, არამომგებიანი ინსტიტუტის შეიქმნება

ყველა მოქალაქის უნივერსალური საბაზისო პაკეტით უზრუნველსაყოფად არასახელმწიფო, არამომგებიანი ინსტიტუტის შეიქმნება

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ხელისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანდაცვის უნივერსალური საბაზისო პაკეტით უზრუნველსაყოფად ე.წ. არასახელმწიფო, არამომგებიანი ინსტიტუტის შექმნას აპირებს.

ამის შესახებ მან დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 მისი თქმით, არასახელმწიფო, არამომგებიანი ინსტიტუტი ამოქმედდება ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების გაუმჯობესების მიმართულებით.

„ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან თანხები გარკვეულ კერძო სადაზღვევო კომპანიებზე გამოიყო. აღნიშნული გადაწყვეტილება არაეფექტური აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ არასახელმწიფო არამომგებიანი ინსტიტუტი შეიქმნება“, - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩაბმას ამ მიმართულებით, მისი თქმით, კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩართული იქნებიან დამატებითი ბაზისური კალათით გათვალისწინებულზე მეტი მომსახურების გაწევაში.