ქეთრინ ეშტონი ბეირუთში ჩავიდა

ქეთრინ ეშტონი ბეირუთში ჩავიდა

დღეს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი ლიბანში ჩავიდა და ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას შეხვდა. პირველ რიგში მათ დაზვერვის გენერლის ვისამ ალ -ჰასანის მკვლელობის საკითხი და ქვეყანაში ამ მკვლელობის შემდეგ განვითრებული სისხლიანი შეტაკებები  განიხილეს.

ქეთრინ ეშტონი ქვეყნის პრეზიდენტს მიშელ სულეიმანს და პარლამენტის დეპუტატებს შეხვდება.

ქეთრინ ეშტონი ბეირუთში ირდანიიდან ჩაფრინდა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან სირიიდან დევნილების და მათი დაბინავების საკითხები განიხილა.

წუხანდელმა ღამემ ბეირუთში შედარებით მშვიდად ჩაიარა. სუნიტების კვარტლებში წუხელ მთელი ღამე სამხედროები მორიგეობდნენ.