ნაომი კემბელი Harper's Bazaar -ის ნოემბრის ნომერში(VIDEO)

ნაომი კემბელი Harper's Bazaar -ის ნოემბრის ნომერში(VIDEO)

ნაომი კემბელი რუსული Harper's Bazaar -ის ნოემბრის ნომერში გამოჩნდება. ჟურნალის გარეკანზე ნაომი, უბრალო ვარცხნილობითა და სადა სამოსით დაიბეჭდა. ფოტოზე  აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, ეს არის შავი ბაჭია, რომელიც სუპერმოდელს ხელში უჭირავს.

ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში ნაომი აღნიშნავს, რომ მსოფლიო მოდაში არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც „ვერასდროს დასთმობს“.

„მსოფლიო მოდის სამყაროში, არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომლებზეც ვერასდროს ვეტყვი უარს. ესენი არიან,  დომენიკო დოლჩე, სტეფანო გაბანა, მარკ ჯეიკობსი და რა თქმა უნდა, აზედინ ალაია“-ამბობს სუპერმოდელი.

შეგახსენებთ, ნაომი კემბელი რუს ბიზნესმენ ვლადისლავ დორონის ხვდება. თუმცა დროდადრო პრესაში ჩნდება ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ. ნაომის Harper's Bazaar  -თან ინტერვიუში ამ თემაზე არ უსაუბრია.