გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი შეეცვლება

გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი შეეცვლება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი შეეცვლება.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, უწყებას უბრალოდ ეკონომიკის სამინისტრო ერქმევა.

მისივე ინფორმაციით, შესრულდება ყველა ის ვალდებულებები, რომელიც ახალმა მთავრობამ თავისი პროგრამით აიღო.