რამაზ საყვარელიძე:

რამაზ საყვარელიძე: "ნაცმოძრაობას“ ამ შემადგენლობით ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა არ გააჩნია

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დღესდღეობით ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა არ გააჩნია, თუ ის განვლილი პერიოდის ანალიზს არ გააკეთებს და შეცდომებზე არ დაფიქრდება“, - ამის შესახებ „პრაიმთაიმის“ პრესკლუბშ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ შეიცვლება სახეები, იდეოლოგია და მათ განცხადებებში მონანიების ნოტები გაიჟღერებს.

„ამასთან, თუ ყველაფერი შეიცვლა, ის „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც აღარ იქნება“ - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, თეორიულად, ყოფილ მმართველ პარტიას აქვს ერთი შანსი - უცხოეთში გახიზნულმა მთავრობის ყოფილმა წევრებმა ლტოლვილი მთავრობა შექმნან.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში დაბრუნება მოსახლეობის კეთილგანწყობის დაბრუნების გარეშე შეუძლებელია, თუმცა, საყვარელიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არც ცდილობს.