ცესკო საბოლოო მონაცემებს დღეს გამოაქვეყნებს

ცესკო საბოლოო მონაცემებს დღეს გამოაქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს .  საარჩევნო კოდექსის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი ცესკო-მ არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა უნდა გამოაქვეყნოს. 
ამასთან, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, კოალიცია "ქართული ოცნება" პარლამენტში 85 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი - 65 დეპუტატით. 
"ქართული ოცნება" პროპორციული სიით 44 ადგილს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 33 ადგილს მიიღებს. 
პარლამენტში კოალიციას 41 მაჟორიტარი ეყოლება, "ნაციონალურ მოძრაობას" - 32.
საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 2 150 197–მა ამომრჩეველმა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 54.97%-მა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ხოლო 40.34%-მა - "ნაციონალურ მოძრაობას".
ამასთან, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბრის 13:00 საათისთვის არის დანიშნული და ქუთაისში გაიმართება