ევროკავშირის ბანკებს ერთი ორგანო გააკონტროლებს

ევროკავშირის ბანკებს ერთი ორგანო გააკონტროლებს

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მიმდინარე ორდღიან სამიტზე, ერთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ-ევროკავშირის ბანკებს ზედამხედველობას ერთი ორგანო გაუწევს. ორგანო უფლებამოსილების შესრულებას 2013 წლის იანვრიდან შეუდგება, ევროკავშირში შემავალ დაახლოებით 6000 ბანკზე კი ზედამხედველობა ეტაპობრივად განხორციელდება. ამის შესახებ პრესას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განუცხადა.

ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით ამ გადაწყვეტილებას მიღებას საკმაოდ დიდი დრო და სერიოზული განხილვები დასჭირდა.

„ახალ მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს ნებისმიერი ბანკის, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარეობს, საქმიანობაში ჩარევის. აგრეთვე იმ ბანკების, რომლებიც კავშირის გარე ტერიტორიაზე მდებარეობენ, თუმცა სურვილი აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ. ამით ჩვენი საერთო ბაზრის მთლიანობა დაცული იქნება“,-განაცხადა ბაროზომ.