პრეზიდენტი ბუქარესიტიდან საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა

პრეზიდენტი ბუქარესიტიდან საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტიდან გვიან ღამით დაბრუნდა. მან საქართველოში დაგეგმილ დროს ჩამოფრენა თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემით გამოწვეული მიზეზით ვერ შეძლო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავმა აფრენიდან 10 წუთში ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი - შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

„თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც „ევროპის სახალხო პარტიის“ 21-ე კონგრესს დაესწრო.