ჰელგან  შმიტდი: ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების შენარჩუნების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული

ჰელგან შმიტდი: ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების შენარჩუნების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული

ევროკავშირის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის ჰელგან შმიტდის განცხადებით,  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა ერთადერთი მიდგომაა,  რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირს გააჩნია.

აღნიშნულის შესახებ შმიტდმა სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, ხაზი გავუსვა უმნიშვნელოვანეს საკითხს, ეს არის ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჟენევის დიკუსიების ფარგლებში და ევროკავშირის მისიის ფორმატში. მე  მგონი არ იქნება გაზვიადება იმის თქმა,  რომ ჩვენ გავხდით გარანტია საქართველოს უსაფრთხოებისა. ჩვენი გზავნილია, რომ ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების შენარჩუნების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული. ჩვენი პოლიტიკა ნათელია, ეს არის არაღიარების პოლიტიკა, თუმცა მივესალმებით ჩართულობას ნებისმიერი ფორმით. ეს რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი ხელისუფლების გადასაწყვეტია რა მიმართულებით მოხდება ურთიერთობების განვითარება, მაგრამ ერვოკავშირი მზად არის, ხელი შეუწყოს ჩართულობის პოლიტიკას“, - განაცხადა შმიტმა.

ჰელგან შმიტი ხვალ საქართევლოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვენელს ანდჟეი ტიშკევიჩსაც შეხვდება.