სემეკ-ი სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის მსჯელობისთვის მზადყოფნას აცხადებს

სემეკ-ი სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის მსჯელობისთვის მზადყოფნას აცხადებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) სამომხმარებლო ტარიფების გადახედვაზე მსჯელობისთვის მზად არის.

აღნიშნულის შესახებ სემეკი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანამხად, დღეისათვის მოქმედი ტარიფები კანონმდებლობის შესაბამისადაა დადგენილია   და მისი გადახედვა შესაძლებელია,  თუ იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები.

„მიუხედავად იმისა,  რომ დღეისათვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები, კომისია მზად არის,  ექსპერტებსა და დაინტერესებულ პირებთან ერთად დეტალურად განიხილოს და იმსჯელოს, როგორც არსებულ სატარიფო მეთოდოლოგიებსა და ტარიფებზე,  ასევე ზღვრული სამომხმარებლო ტარიფების გადახედვაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.