გარდაიცვალა „ემანუელა“-ს მთავარი გმირი სილვია კრისტელი

გარდაიცვალა „ემანუელა“-ს მთავარი გმირი სილვია კრისტელი

გარდაიცვალა ეროტიული ჟანრის გახმაურებული ფრანგული ფილმის „ემანუელას“  60 წლის  ვარსკვლავი,  ჰოლანდიელი მსახიობი სილვია კრისტელი.  

სილვია რამდენიმე წელია ყელისა და ფილტვების სიმსივნეს ებრძვის, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ის გასულ ღამეს, ჰოსპიტალში ძილში გარდაიცვალა.

სილვია კრისტელი ფრანგულ ეროტიულ კინოში 1974 წელს გამონჩდა. „ემანუელა“ ერთ-ერთი პირველი ეროტიული ფილმი იყო, რომელიც დიდ ეკრანზე, კინოთეატრებში გავიდა. ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მთავარი როლის შემსრულებელი, სილვია კი ეროტიზმის სიმბოლოდ იქცა.