დღეს და ხვალ ბრიუსელში ისევ ევროპის კრიზისზე იმსჯელებენ

დღეს და ხვალ ბრიუსელში ისევ ევროპის კრიზისზე იმსჯელებენ

დღეს ბრიუსელში ორდღიანი სამიტი იხსნება, სადაც ევროკავშირის წევრები ისევ ევროპის კრიზისდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს იმსჯლებენ, ევროპის ბანკია, რომელიც ევროს გადარჩენაში დიდი როლი უნდა შეასრულოს.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობა და პროფკავშირები მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავენ საკუთარი ქვეყნის მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც იძულებულები არიან ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმები გაატარონ, რათა ევროტრანშები მიიღონ.

ბრიუსელში დღეს მოუთმენლად ელოდებიან ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის ჰერმან ვან რომპეის მოხსნებას, რომელიც ევროკავშირში ეკონომიური ინტეგრაციის გაძლიერების გეგმებს შეეხება.