დავით სერგეენკო:  საავადმყოფოს ის მოდელი, რომელიც  საჩხერეში ფუნქციონირებს, გვინდა  საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე გავრცელდეს

დავით სერგეენკო: საავადმყოფოს ის მოდელი, რომელიც საჩხერეში ფუნქციონირებს, გვინდა საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე გავრცელდეს

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, როდესაც ირაკლი ალასანია ზუგდიდელებს უფასო მომსახურებას შეჰპირდა,  ეს ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკების პროექტს გეგმის მიხედვით მოხდა.

სახელმწიფო სტრატეგია განიხილავს მძლავრი საუნივერსიტეტო კლინიკის ფორმატის, ანუ რეფერალური ფორმატის კლინიკის ფუნქციონირებას და ეს სწორედ ზუგდიდი, ანუ ეს რეგიონი იქნება.

„რაც შეეხება კონკრეტულად ზუგდიდის თემას. აქ მართლაც არის გეგმა, ოღონდ ეს გეგმა არ არის ჯერ მატერიალიზებული პროექტის დონეზე. საუნივერსიტეტო კლინიკების პროექტი  გათვლილია რა სიმძლავრის უნდა იყოს და სად უნდა იყოს. ზუგდიდი და სამეგრელოს მიმართულება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, და თუ სადმე იმ მხარეში ჩვენ განვიხილავთ მძლავრი საუნივერსიტეტო კლინიკის ფორმატის, ანუ რეფერალური ფორმატის კლინიკის ფუნქციონირებას, ეს სწორედ ზუგდიდი ანუ ის რეგიონი იქნება“,-აღნიშნა სერგეენკომ.

ეს განცხადება სერგეენკომ For.ge-ს პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.

სერგეენკოს განცხადებით, კოალიციის მიზანია ის მოდელი, რაც ფუნქციონერირებს საჩხერეში, გავრცელდეს არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში.

„საავადმყოფოს ის მოდელი, რაც  საჩხერეში ფუნქციონირებს, გეტყვით, რომ ამოქმედდება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთლიანად საქართველოში, იმიტომ რომ ეს არის ამოსავალი წერტილი. ჩვენ გვინდა ეს გავრცელდეს საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე- ზუგდიდშიც, ლაგოდეხშიც, ზესტაფონშიც და ლენტეხშიც, რომ  სტანდარტული სადაზღვევო პაკეტი, ჰქონდეს საქართველოში ყველა ადამიანს“,-აღნიშნა სერგეენკომ.