დავით სერგეენკო : ამ ეტაპზე საქმეს უფრო წაადგება თუ კი რამდენიმე კლინიკა სახელმწიფოს მართვაში იქნება

დავით სერგეენკო : ამ ეტაპზე საქმეს უფრო წაადგება თუ კი რამდენიმე კლინიკა სახელმწიფოს მართვაში იქნება

"ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქმეს უფრო წაადგება თუ კი რამდენიმე კლინიკა სახელმწიფოს მართვაში იქნება", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ For.ge -ს პრესკლუბში ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც გასხვისებული სტრატეგიული ობიექტების მფლობელებისათვის დაბრუნების შესაძლებლობას უკავშირდებოდა.

სერგეენკოს განმარტებით, ქვეყანას მძლავრი და მაღალი კლასის კლინიკები ესაჭიროება, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ის არის თუ რა ბაზაზე მოხდება ეს.

"სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ კლინიკებს კერძო დაწესებულებებთან შედარებით არანაირი უპირატესობა არ გააჩნიათ. გარდა გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების კონტროლისა. ასე რომ ამ შემთხვევაში საქმეს უფრო წაადგება თუ კი რამდენიმე კლინიკა სახელმწიფოს მართვაში იქნება”, - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება კერძო კლინიკებს სერგეენკოს განმარტებით, კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი და აღნიშნა, რომ მის ხელყოფას და სხვის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების მითვისებას არ აპირებენ, რადგან მისი თმით, ეს ქვეყანას არ სჭირდება.

"არსებობს ცივილური იურიდიული ურთიერთობები, რომლითაც შეიძლება ეს დარეგულირდეს. ეს უკვე ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, საჩხერის რაიონის საავადმყოფო არის სახელმწიფო საკუთრება. 2007 წელს საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის საფუძველზე ჩვენ ეს დაწესებულება მართვის უფლების სახით მივიღეთ. ანუ არა საკუთრებაში არამედ მმართველობაში. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვადასხვა ცივილური კანონიერი და ურთიერთობით მოგვარებადი გზები, რომელსაც ჩვენ მივმართვათ ", - განაცხადა სერგეენკომ.