დავით სერგეენკო: არსებობს ერთიანი სტრატეგია, როგორ უნდა მოიცვას სამედიცინო სამსახურმა საქართველო მთლიანად

დავით სერგეენკო: არსებობს ერთიანი სტრატეგია, როგორ უნდა მოიცვას სამედიცინო სამსახურმა საქართველო მთლიანად

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განაცხადებით, მათ შემუშავებული აქვთ ერთიანი სტრატეგია, როგორ უნდა მოიცვას სამედიცინო სამსახურმა საქართველო მთლიანად.

ამის შესახებ სერგეენკომ დღეს For.ge -ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მათი მთავარი მიზანი არ არის საავადმყოფოების რაოდენობა და აღნიშნა, რომ პრიორიტეტი მხოლოდ ის არის, რომ პაციენტმა მიიღოს კვალიფიციური დახმარება და მისთვის კლინიკები მატერიალურად იყოს ხელმისავდმი .

"ასეთი ტიპის საავადმყოფოები ჩაერთვებიან იმ ერთიანი ჯანდაცვის სისტემის ქსელში, რომლის განვითარებასაც ჩვენ ვაპირებთ. ამისათვის გვაქვს კონკრეტული გაწერილი გეგმა და შემუშავებული კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ. თუ რომელიმე საავადმყოფო ძალიან შორს არის ამ რეალური მოთხოვნებისგან , ალბათ ვერ ჩაერთვებიან ქსელში, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი მინიმალური რაოდენობა ან ერთეულები იქნება", - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ყველა ეს საავადმყოფო ფუქნციონირებადი იქნება და შეასრულებს ამ ფუნქციას.

რაც შეეხება სხვადასხვა რეგიონში კლინიკების გაერთიანებას, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამას ჰქონდა თავისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

სერგეენკოს განმარტებით, დადებით მხარეში განიხილება თუნდაც ის ფაქტორი, რომ საავადმყოფოების მცირე რაოდენობამ თითქოს მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა და მათი კოსმეტიკური სახის მიღება მოხდა. თუმცა ამასთანავე, მისი თქმით, მათი რაოდენობები ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს , რომელიც კრიტერიუმებად ითლება.

"რაიონებში, სადაც 50 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, გათვალისწინებული იყო 15 ან 20 ადგილიანი სტაციონარი , ასეთ ვითარებაში საწოლების რაოდენობის გათვლა შესაბამისი სტანდარტებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მაგალითაც 1000 სულ მოსახლეზე არის 2.5 სტაციონარი . მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეალური პროექტი იყო, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ავაფუნქციონირებთ მძლავრ საუნივერსიტეტო კლინიკებს" , - დასძინა მან .