დავით სერგეენკო: პენსია დაუახლოვდება გადაფასებულ რეალურ სამომხმარებლო მინიმუმს

დავით სერგეენკო: პენსია დაუახლოვდება გადაფასებულ რეალურ სამომხმარებლო მინიმუმს

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, პენსიების გაზრდა საქართველოში განხორციელდება შემდეგი მიმართულებით- პენსია დაუახლოვდება გადაფასებულ რეალურ სამომხმარებლო მინიმუმს, რომელიც იმ დროისთვის იქნება რეალური.

„საარსებო მინიმუმი აუცილებლად გადაიხედება. პირველი ნაბიჯი იქნება, რომ პენსია დაუახლოვდეს საარსებო მინიმუმს.  მეორე ნაბიჯი კი ის იქნება, რომ დროის იმ პერიოდისთვის, რა დროისთვისაც მოხდება საარსებო მინიმუმის გადაფასება, გადაფასდეს რეალური სამომხმარებლო კალათის შესაბამისად“,-განაცხადა სერგეენკომ.