მანანა კობახიძე: მზად ვართ პარლამენტის ნორმალურ მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ

მანანა კობახიძე: მზად ვართ პარლამენტის ნორმალურ მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ

პარლამენტის ვიცე სპიკერობის კანდიდატის მანანა კობახიძის განცხადებით,  საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს პარლამენტის ნორმალურ მუშაობაზე.

მისი განმარტებით, ქუთაისში ბევრი პრობლემა დახვდათ. თუმცა აღნიშნა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები უკვე კარგა ხანია ქუთაისში იმყოფებიან და საორგანიზაციო საკითხებით არიან დაკავებული.

„ჯერ კიდევ არ იყო სამუშაოები დასრულებული, მაგრამ გვპირდებიან, რომ სხდომისთვის ჩვენ იქ ჩვეულებრივ რეჟიმში შევძლებთ მუშაობას, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ჩვენი შემადგენლობა აბსოლუტურად მზად არის, რომ სრული პასუხისმგებლობა აიღოს პარლამენტის ნორმალურ მუშაობაზე", - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, პირველი სხდომა მიეძღვნება თავმჯდომარის, ასევე სპიკერების, კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევას და პარლამენტი ოფიციალურად გაიხსნება.

კობახიძის თქმით, ამის შემდეგ კი უკვე დღის წესრიგში დადგება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, რომელიც სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება.