Truth or Dare Naked: მადონას  სადებიუტო სუნამოს ხელახალი გამოშვება (VIDEO)

Truth or Dare Naked: მადონას სადებიუტო სუნამოს ხელახალი გამოშვება (VIDEO)

იშვიათად  მოიძებნება კინოსა და  სცენის  ისეთი ვარსკვლავი, რომელსაც საკუთარი ძალები პარფიურმერიაში არ მოუსინჯავს. მართალია ამ მრავალრიცხოვან ვარსკვლავთა შორის ცოტას თუ გამოუვიდა საკუთარი არომატი ნამდვილ, წარმატებულ ბრენდად ექცია და მის მიმართ ინტერესი მხოლოდ ავტორის სახელით არ გამოეწვია.

პოპ დივა მადონა, იმათ რიგებშია, რომელსაც ეს საქმე ისეთივე წარმატებით გამოსდის, როგორც სიმღერა და შოუ ბიზნესი. მისი სადებიუტო პარფიუმი  სახელწოდებით  Truth or Dare ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მომღერალმა მისი ხელახლა გამოშვება გადაწყვიტა, ის ბოლო წლების ვარსკვლავურ სუნამოებს შორის ყველაზე მოთხოვნადი იყო.

ახალი სუნამო გაყიდვაში წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში გამოვა სახელწოდებით Truth or Dare Naked.  მისი სარეკლამო სახე თავად შემსრულებელია.  მადონას განცხადებით პარფიუმის ახალი სერია ბევრად უფრო შთამბეჭდავი, ქალური და სექსუალური იქნება.