გია ხუხაშვილი ბიზნესცენტრში ნივთების წასაღებად მივიდა

გია ხუხაშვილი ბიზნესცენტრში ნივთების წასაღებად მივიდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გია ხუხაშვილი იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ბიზნესცენტრში დღეს საკუთარი ნივთების წასაღებად მივიდა.

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესცენტრში ჩემი ბოლო მოსვლაა. ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობ და შეიძლება აქ არაოფიციალურადაც ხშირად მომიწიოს ამოსვლა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა დღეს ბიზნესცენტრში რაიმე სახის შეხვედრები დაგეგმილი, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ამის საქმის კურსში არ არის, რადგან პროტოკოლური შეხვედრების დაგეგმვაში მონაწილეობას არ იღებს.